საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ზუგდიდის SKYE Club-ის მონაწილეებთან

სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა ზუგდიდის SKYE Club-ის მონაწილეებთან.

შეხვედრაზე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და არასწორი მიდგომების ჩამოყალიბების თვალსაზრისით მათ გავლენებზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 

04-05-2019