საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან ქედაში, სოფელ გულებში

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ შუახევის ბიუროს წარმომადგენლმა ევროპის დღეების ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქედაში, სოფელ გულებში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებს, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, ასევე, იმ შესაძლებლობებს გაესვა ხაზი რომლის მიღება საქართველოს მოქალაქეს შეუძლია უვიზო რეჟიმით სარგებლობის ფარგლებში.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობაზე, ევროინტეგრაციის პროცესში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და რეალობაზე. მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალები.

შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა და სოფელ გულებში მერის წარმომადგენელი ვაჟა აბულაძე ესწრებოდა.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

10-05-2019