საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა დაბა კულაშის საჯარო სკოლაში

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სკოლის პედაგოგები და დირექტორიც ესწრებოდა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთთანამშრომლობაზე, უვიზო მიმოსვლაზე და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ისაუბრა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს. შეხვედრას სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრის მონაწილეებს უვიზო მიმოსვლის შესახებ თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ და ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში აქტივობების განხორციელება დაიგეგმა.

10-05-2019