საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ფერმერებთან, მეწარმეებთან და სამოქალაქო სექტორთან

14 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, ზუგდიდში, რეგიონის ფერმერებთან, მეწარმეებთან, სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა ინაური და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ანა ცანავა უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილებოდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების საკითხები.

ევროპის დღეების ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ასევე, გაიმართა სიმბოლური გარბენი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიაში და საინფორმაციო აქცია ზუგდიდში. დაგეგმილია შეხვედრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, კულტურული და საგანმანათლებლო გამოფენა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ქ. ფოთში, ვიქტორინა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით, ევროპის დღე მესტიაში.

ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.

14-05-2019