საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში

10 მაისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მხარდაჭერით, GSDC სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა გიორგი გოგუაძემ საჯარო ლექცია ჩაატარა.

 

შეხვედრაზე  ევროკავშირის უსაფრთხოების  არქიტექტურის საკითხები განიხილეს. მსმენელები ევროკავშირის წინაშე მდგარ გამოწვევებს გაეცნენ და მიიღეს ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის სამეზობლო პოლიტიკისა და  გეოპოლიტიკურ კონტექსტებთან დაკავშირებით. სტუდენტებმა, აგრეთვე, მოისმინეს მნიშვნელოვანი სიახლეები და გზავნილები ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

 

ორგანიზაცია GSDC, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, მსგავსი ტიპის შეხვედრებს სამომავლოდ, აჭარის სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც ჩაატარებს.  

10-05-2019