საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სიმბოლური გარბენი "ევროპის დღეების თასი" საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიაში

ევროპის დღეების ფარგლებში, სოფელ ორსანტიაში საოკუპაციო ხაზამდე სიმბოლური გარბენი გაიმართა, რომელშიც 4 სხვადასხვა სკოლის, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. პირველი ადგილი კოკისა და რუხის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მეგი შენგელიამ და მიშიკო ფარცვანიამ დაიკავეს. ორსანტიისა და კოკის მოსწავლეების ჩართულობით, ასევე, მოეწყო კულტურული ღონისძიება.

სკოლების ანსამბლებმა აფხაზური და ქართული ცეკვები და სიმღერები შეასრულეს. კონცერტის ყურება მეზობელი ოკუპირებული სოფლიდანაც იყო შესაძლებელი.

ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

10-05-2019