საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღე კონტრიშის ხეობაში

აჭარის რეგიონში „ევროპის დღეებმა 2019“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფ. ჭახათსა და კოხში, მდ. კინტრიშის ხეობაში ჩატარებული ღონისძებით დაიწყო. 8 მაისს, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა გაიმართა, მათ შორის მასშტაბური დასუფთავების აქცია ხეობაში, საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან, კულტურული და სანახაობრივი აქტივობები ბუნებაში, კონცერტი, ინტელექტუალური შეჯიბრი, თემატური პერფომანსი, საუბრები კოცონთან და ა.შ.

ღონისძიებას უცხოელი სტუმრები, ქობულეთის კოლეჯში „ახალი ტალღა“ მოწვეული გერმანელი ექსპერტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ასეთი ტიპის აქტივობების ორგანიზების იდეა საუკეთესოდ შეაფასეს და მსმენელებს ევროკავშირში გაწევრიანების პრიორიტეტებსა და თავიანთი ქვეყნის საქართველოსადმი დამოკიდებულების შესახებ ესაუბრნენ. ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა და მათ ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე ესაუბრა.

საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა „ევროპის დღეებში“ ადგილობრივი ხელისუფლების, მოსახლეობის და ახალგაზრდების ჩართულობაზე, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. საუბარი შეეხო აგრეთვე, ევროკავშირის ფუნქციონირების აქცენტებს, მიზნებსა და ამოცანებს. გაიმართა საინტერესო დისკუსია ქვეყნის ევროპული განვითარების შესახებ, რომელშიც ახალგაზრდებთან ერთად ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი და აჭარის არ უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე ჩაერთვნენ. დისკუსიის შემდეგ გაიმართა ვიქტორინა ევროკავშირის თემატიკაზე და გამარჯვებულებს საინფორმაციო ცენტრის და მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული პროზები გადაეცათ. ღონისძიება სახელდახელო კონცერტით და იმპროვიზირებული წარმოდგენებით კოცონთან გაგრძელდა.

 

დღის მანძილზე მიმდინარე აქტივობებში მონაწილეობდნენ კოლეჯის„ახალი ტალღა“ სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, ქობულეთის მერიისა და საკრებულოს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ევროპის დღეები აჭარის რეგიონში მრავალფეროვანი აქტივობებით გაგრძელდება:დაგეგმილია სხვადასახვა ტიპის შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული და სანახაობრივი ღონისძიება, მათ შორის სემინარი რეგიონის მედიის წარმომადგენლებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა რეგიონის ფერმერებთან, მეწარმეებთან, ადგილობრივითვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, შეხვედრები სოფლების მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, მასშტაბურიღონისძიება „ევროპის დღე ქობულეთში“ , ესეების კონკურსი „ევროპა ჩემთვის არის“, საზაფხულოს სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფოუნივერსიტეტში და სხვა. „ევროპის დღეები 2019“ 23 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოსურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისჩართულობის გაზრდა.

08-05-2019