საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილმა, ევროპის დღეების ფარგლებში 10 მაისს მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, მასწავლებლებს და ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები, და ასევე, ისაუბრა იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

დისკუსიაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასა და ასოცირების შეთანხმებაზე.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

10-05-2019