საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა

სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ქვემო ქართლში რეგიონალურმა წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა ევროპის დღეების ფარგლებში 14 მაისს  სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აუდიტორიას გააცნო ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები, და ასევე, ისაუბრა იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები და სოფლის მაცხოვრებლები. დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასა და ასოცირების შეთანხმებაზე.

ახალგაზრდები დაინტერესდნენ იმ შესაძლებლობებით, რომელსაც იძლევა Erasmus +-ის პროგრამა. დაისვა შეკითხები ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებით.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

14-05-2019