საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების წარმომადგენლებთან

14 მაისს აჭარაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი და საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი ანა სანიკიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის ისტორიას, ევროპულ ღირებულებებს, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები საზოგადოებაში გავრცელებულ სახვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმ მცდარ შეხედულებებსა და მითებზე, რომლებიც მძლავრი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე ვრცელდება სოციალური ქსელებითა და სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით. გაიმართა დისკუსია და გამოითქვა მოსაზრებები მოქალაქეებამდე სწორი ინფორმაციის მიწოდების პროცესში რეგიონის საჯარო და სამოქალაქო სტრუქტურების ერთობლივი საქმიანობის გააქტიურების თაობაზე,

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრა საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში გაიმართა „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წლის მაისში უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.

14-05-2019