საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ტრენინგი იმერეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და უმაღლესი სასწავლებლების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებისთვის

16 მაისს, ქ. ქუთაისში ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და უმაღლესი სასწავლებლების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი დაიწყო. ტრენინგზე განიხილული იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხები და ამ მიმართულებით არსებული სარგებელი და გამოწვევები.

ტრენინგის მონაწილეებთან საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი განიხილავს ისეთი საკითხებს, როგორიცაა: ევროკავშირის ისტორია, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი და გამოწვევები; ევროკავშირის დახმარებები საქართველოსთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ ნატოს ისტორიაზე, ნატო საქართველოს ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

"ევროპის დღეები 20119" 5 მაისს, ოფიციალურად დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.

16-05-2019