საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შუახევში პროექტი "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია"

"ევროპის დღეები 2019"-ის ფარგლებში შუახევში, ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში პროექტი "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია"განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში შუახევის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ევროკავშირის 28 ქვეყანა ისტორიულ, კულტურულ, ეკონომიკურ ჭრილში, ასევე, განიხილეს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობა ევროინტეგრაციის პროცესში.

პროექტის ხემძღვანელია , საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პროექტის "მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ" გამარჯვებული ფატი ჭაღალიძე.

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წელს უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.

16-05-2019