საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
„მე - ევროპელი“ - შეხვედრა ახალგაზრდებთან

„ევროპის დღეები 2019“ 22 მაისს, არტ ვილა გარიყულაში გამართული ღონისძიებით „მე-ევროპელი“ დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობდენ ახალგაზრდები (სტუდენტები და უფროსკლასელი მოსწავლეები) შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან.

ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, მწერალმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ლექცია წაიკითხა საქართველოს ევროპულ გზაზე, საქართველოსა და ევროპის ურთიერთკავშირზე, ევროპულ ღირებულებზე, კულტურულ მრავალფეროვნებასა და განათლების მნიშვნელობაზე.

ღონისძება პოსტერების კონკურსის „საქართველოს ევროპული გზა“ გამარჯვებულის დაჯილდოებით დასრულდა.

22-05-2019