საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელი თეონა ზურაბაშვილი და მოწვეული ექსპერტი ეკატერინე ქარდავა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე განიხილეს  საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად ასპექტები, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებi. ასევე, ისაუბრეს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე, რომელიც საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფოდეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა.

21-05-2019