საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღე-2019 მესტიაში

დაბა მესტიაში, „ევროპის დღე-2019“ გაიმართა. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ანა ცანავამ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ნელი ნავერიანმა გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ნახატებისა და პოსტერების გამოფენა და კონცერტი, გაიმართა გარბენი „ევროპის დღეების თასი“.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითებისა და რეალობის შესახებ ინფორმაციას, ასევე, გაიმართა გათამაშებები და გამარჯვებულებმა სიმბოლური პრიზები მიიღეს.

აგრეთვე, მოეწყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო კუთხე და რეგიონის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა.

ღონისძიების დასასრულს, გარბენსა და ნახატების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ნელი ნავერიანთან ერთად დააჯილდოვეს.

ღონისძიება, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

23-05-2019