საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო კუთხე გახსნა ქუთაისში, ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესში"

23 მაისს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს და ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" ერთობლივი ინიციატივით ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში საინფორმაციო კუთხე გაიხსნა. თემატური კუთხე პერიოდულად განახლდება რაც, მოსწავლეებს მისცემს საშუალებას ნატოზე და ევროკავშირზე განახლებული ინფორმაცია სისტემატიურად მიიღონ.

კუთხის გახსნის შემდეგ, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს საჯარო ლექცია წაუკითხა თემაზე: ნატო, ევროკავშირის ისტორია და ურთიერთობების საქართველოსთან.

სკოლის დირექტორმა ნინა ჩიკვილაძემ მოსწავლეებს კონკურსი შეთავაზა თემაზე: ჩემი ევროპა. კონკურსანტებმა ევროკავშირის შესახებ მოკლე პრეზენტაციები უნდა მოამზადონ და თანატოლებს წარუდგინონ. ორ საუკეთესო პრეზენტატორს საჩუქრად სკოლის საზაფხულო ბანაკში უფასო სწავლა დაუფინანსდება.

23-05-2019