საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო აქცია გამარჯვების ოლქში

22 მაისს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და დეპუტატ ირაკლი შენგელიას ერთობლივი ინისციატივით საინფორმაციო აქცია გაიმართა გამარჯვების ოლქის მოსახლეობასთან. მოსახლეობას საინფორმაციო მასალის დარიგებასთან ერთად მოხალისეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე და უვიზო მომოსვლის შესახებ არსებულ რეგულაციებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

აქციის ფარგლებში, ახალგაზრდების ჩართულობით ახალგაზრდული ცენტრის კედელი თემატურად მოიხატა. კედლის მოხატვაში მონაწილეობა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა გია ქობალიანმა, საკრებულოს დეპუტატამა ირაკლი შენგელიამ და საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მიიღო.

22-05-2019