საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლაში

24 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებთან უვიზოდ მიმოსვლის წესების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლაში.

 

საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და უვიზო მიმოსვლის უპირატესობებზე. იმ რისკების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება, რაც დაკავშირებულია, როგორც უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს ინიციატივით ჩატარდა ნიკორწმინდის საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით.


24-05-2019