საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა ხარაულაში

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შუახევის ბიუროს ინიციატივით დანდალოში, სოფელ ხარაულაში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებს, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრევენციის გზებს, ასევე, საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დამსწრეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია უვიზო მიმოსვლით სარგებლობის თავიანთი გამოცდილების შესახებ. მონაწილეებს დაურიგდათ თემატური ბროშურები და სახელმძღვანელოები ევროკავშირის შესახებ.

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში გაიმართა

23-05-2019