საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ჭყვიშში

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყიშში თემატური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და სოფლის რწმუნებული ესწრებოდა.

შეხვედრის მონაწილეებს ქუთაისის გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შენგელიამ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებსა და რეგულაციებზე ესაუბრა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობაზე, ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ქონდათ საშუალება კითხვები დაესვათ. 27-ვე საჯარო ბიბლიოთეკას კი თემატური საინფორმაციო მასალები გადეცათ

23-05-2019