საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მედია ტური იმერეთის ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის

25 მაისს, "ევროპის დღეები 2019"-ის ფარგლებში, სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ადგილობრივი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მედია ტური მოეწყო. ჟურნალისტებს საშუალება ქონდათ ENPARD-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროექტები დაეთვალიერებინათ.

ტურის ფარგლებში მონაწილეებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაურში არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს, რომელიც 27 მეპაიესგან შემდგარი კოოპერატივია. ისინი ბაზარზე ყველითა და სულგუნით არიან წარმოდგენილები. კოოპერატივის ხელმძღვანელის მიხეილ ჭანკოტაძის თქმით, მიღებული პროდუქტის რეალიზაცია არ უჭირთ, რადგან ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალი პროდუქტია. მათ მიერ წარმოებული რძის პროდუქტების შეტანა საბავშვო ბაღებშიც ხდება. აღნიშნულ საწარმოში 20-მდე ადგილობრია დასაქმებული.

კოოპერატივი „მეღვინეობა საზანო“ 7 მეპაიესგან არის შემდგარი. 8 ჰექტარ მიწაზე გაშენებული ვენახებიდან მოსავლის მიღებას და ღვინის ჩამოსხმას ENPARDI-ის პროექტის დაფინანსებულ მარანში უკვე სამი წელია ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში მათ 150 000 ლარის დაფინანსება მიიღეს. აქვე ახდენენ ჩამოსხმას და ეტიკეტირებას. მათ მიერ წარმოებული ღვინო იყიდება როგორც ქართულ ბაზარზე ასევე, ინგლისშიც. კოოპერატივის ხელმძღვანელის გივი ჩუბინიძის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო კოოპერატის კიდევ ერთი მიმართულებით განვითარება, რომელიც რძის პროდუქტების წარმოების ამუშავებას ეხება. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით მათ მინი საწარმო შექმნეს, რაც ნატურალური რძის ჩაბარებაზეა ორიენტირებული. საწარმო 2020 წლისთვის ამუშავდება.

მედია ტურით დასრულდა "ევროპის დღეები 2019"-ის ფარგლებში იმერეთში დაგეგმილი აქტივობები. მნიშვნელოვანია მედიისთვის იმ საწარმოების გაცნობა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და ჩამოყალიბდა. ასევე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება თუ რა სახის პროექტებს აფინასებს ევროკავშირი, რათა მეტ ადამიანს ქონდეს სურვილი თავადაც ჩაერთონ მსგავსი პროექტების განხორციელებაში“ - აღნიშნა იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძე.

ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში იმერეთის რეგიონში 20 სხვადასხვა სახის აქტივობა ჩატარდა. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.

25-05-2019