საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ხულოში ადგილობრივი მეწარმეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ხულოში, ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ოფისში ადგილობრივი მეწარმეებისთვის თაფლის ტექნიკური რეგლამენტისა და DCFTA ზოგად ასპექტებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, DCFTA და მისგან მიღებულ სარგებელს, მნიშვნელოვან მიმართულებებს, ტერმინებს, ექსპორტის სტატისტიკასა და იმ ძირითად საფეხურებს, რომელთა დაცვა ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანისას არის აუცილებელი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე, ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა დაწვრილებით ისაუბრა თაფლის ტექნიკური რეგლამენტის შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დასასრულს, წარმატებული ბიზნეს იდეის მაგალითი განიხილეს.

შეხვედრა "ევროპის დღეები 2019"-ის ფარგლებში ჩატარდა. სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წელს უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.

24-05-2019