საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში

ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ანა ცანავამ და თეონა ზურაბაშვილმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებს, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრევენციის გზებს, ასევე, საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში გაიმართა.

24-05-2019