საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სკოლაში

ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ანა ცანავამ და თეონა ზურაბაშვილმა მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლურ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებს, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრევენციის გზებს, ასევე, ევროპულ ღირებულებებსა და საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალობაზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სკოლაში ასევე, ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხე გაიხსნა.

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" მხარდაჭერით  გაიმართა.

22-05-2019