საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჭალის პირველ საჯარო სკოლაში

ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროში ანა ცანავამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებს, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრევენციის გზებს, ასევე, საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და არასწორი მიდგომების ჩამოყალიბების თვალსაზრისით მათ გავლენებზე.
სკოლაში ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხეც გაიხსნა.

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" მხარდაჭერით გაიმართა.

27-05-2019