საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მარნეულში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?" გაიმართა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ორგანიზებით მარნეულში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?" გაიმართა.

 

ევროპის დღეების დასკვნით ღონისძიებას მარნეულის N5 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. თამაშში 10 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. თამაშის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, სამახსოვრო პრიზები და წიგნები.

ინტელექტუალური თამაშისთვის მომზადებული 16 კითხვა შეეხებოდა ევროპის ისტორიას, ევროკავშირის ჩამოყალიბებასა და განვითარების ეტაპებს და საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს.

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წელს უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.

27-05-2019