საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა დანისპარაულში და მანიაკეთში

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შუახევის ბიუროს წარმომადგენლის სალომე აბულაძის ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა მაღალმთიანი აჭარის სოფლებში დანისპარაულსა და შუახევში.

შეხვედრები გაიმართა ადგილობრივ მოსახლეობასთან, საუბარი შეეხო საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებს, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს,ასევე, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებს. მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და ისაუბრეს შესაძლო პროგრამების არსებობაზე რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უკეთ გაცნობას, შხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები და "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. 

29-05-2019