საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ამერიკული ფეტივალი ბათუმში

29 მაისს ბათუმში გამართულ ამერიკული ფესტივალს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროც შეუერთდა.

 

ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში მოეწყო საინფორმაციო გამოფენა, სადაც დამთვალიერებლებს საინფორმაციო ცენტრის სტენდთან საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თემატურ მასალებს, ცენტრის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს, მონაწილეობა მიეღოთ ქვიზ-შოუში - ეპასუხათ ევროკავშირის და ნატოს შესახებ შკეითხვებზე და მიეღოთ სიმბოლური პრიზები. ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი და მოხალისეები აგრეთვე პასუხობდნენ დაინტერესებული დამთვალიერებლების კითხვებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტების შესახებ.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საინტერესო სტენდები, სადაც თითოეულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ინფორმაციას ა.შ.შ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, გრანტების შესახებ, აგრეთვე, თუ რა პროგრამებს სთავაზობს მათ ბათუმის ამერიკული კუთხე , გაცნობოდნენ Education USA-ის ოფისის უფასო სერვისებს და ეხილათ ამერიკელი მწერლების ინგლისურენოვანი და ქართულად თარგმნილი ლიტერატურა.

ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ამერიკულ კუთხეში დღის მანძილზე სხვადასხვა ტიპის აქტივობა მოეწყო, მათ შორის ამერიკული ანიმაციები პატარებისთვის , კოსტიუმირებული შოუ და კონცერტი.

29-05-2019