საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა გურჯაანის ადგილობრივ მოსახლეობასთან

გურჯაანში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა ვასილ კაჭარავამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირის ისტორიას, ევროპულ ღირებულებებს, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.

26-05-2019