საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საიას ქუთაისის საკვირაო სკოლა

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო ახალგაზრდა იურისტთა ქუთაისის ფილიალის საკვიარო სკოლის მე-20-ე საიუბილეო გამოშვების შემაჯამებელ აქტივობაში ჩაერთო. საკვირაო სკოლაში ქუთაისში მცხოვრები 18 ახალგაზრდა იყო ჩართული, რომლებიც სწავლის გაგრძელებას იურიდიული მიმართულებით ფიქრობენ.

 

ხუთკაციანი შემადგენლობის ჟიურიმ, რომელშიც ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელიც იყო ჩართული ექვსი გუნდიდან ერთი გამარჯვებული გამოავლინა. ასევე, დასახელდა 6 სხვადასხვა ნომინაციის მფლობელი.

 

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ გამარჯვებულ გუნდს საჩუქრები გადასცა, მათ შორის იყო თემატური მასალებიც. გამარჯვებულ გუნდს საიას ქუთაისის ფილიალისგან თასი გადაეცა, ხოლო, საკვირაო სკოლის მოსწავლეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

02-06-2019