საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლაში

27 მაისს, სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილმა, გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

 

შეხვედრაზე  საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ასოცირების შეთანხმებასა და უვიზო ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე.

 

მსმენელები დაინტერესდნენ ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითებით. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გაავრცელა ეთნიკური უმცირესობების ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალები.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

27-05-2019