საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას  ადგილობრივი თემის რწმუნებული, დეპუტატი და სკოლის დირექტორი ესწრებოდა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობაზე, უვიზო მიმოსვლაზე, ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ქონდათ საშუალება კითხვები დაესვათ. მათ თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

03-06-2019