საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბათუმის კერძო სკოლაში „ევრო-2000“

ბათუმის კერძო სკოლა „ევრო-2000“-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და პედაგოგებს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის რეგიონალური წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აუდიტორიას საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორია და განვითარების ეტაპები გააცნო, ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რომლებიც ამ პროცესში არსებობს, მათ შორის ერთ- ერთი მთავარი - ანტი-დასავლური პროპაგანდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რომ საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი დეზინფორმაციის პირობებში და აუცილებელია, ახალგაზრდობა იცნობდეს მასთან გამკლავების ეფქტურ გზებსა და მეთოდებს.

 

ირმა გაბინაშვილმა მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის მნიშვნელოვანი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და პედაგოგებს მათში აქტიურად ჩართულობისკენ მოუწოდა, მით უფრო, რომ სკოლა „ევრო-2000“-ს მჭიდრო ურთიერთობები აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი პროფილის სასწავლებლებთან და გაცვლით პროგრამებსაც ახორციელებს. მასწავლებლებმა მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების “ERASMUS+” და „ENPARD“ შესახებ, რომლებით სარგებლობაც საქართველოს თითოეული მოქალაქის განვითარებისა და წარმატების წინაპირობაა.

 

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა და მსმენელებს საშუალება მიეცათ დაესვათ და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

 

03-06-2019