საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში

28 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებთან უვიზოდ მიმოსვლის წესების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანას საზოგადოებრივ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და უვიზო მიმოსვლის უპირატესობებზე. იმ რისკების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება, რაც დაკავშირებულია, როგორც უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს ინიციატივით ჩატარდა ორბელის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან თანამშრომლობით.

28-05-2019