საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ტყიბულის მუნივციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგო ლომთაძე და ტყიბულის საკრებულოს თავჯდომარე ნატალია კობახიძე ესწრებოდა. შეხვედრას პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტი გიორგი გობრონიძე უწევდა მოდერირებას.


შეხვედრაზე, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ არსებულ რეგულაციებზე ისაუბრა, ხოლო მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. შეხვედრის დასრულს მონაწილეების კითხვებს უპასუხეს და დარიგდა საინფორმაციო ბეჭდური მასალა.  

04-06-2019