საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის #3 საჯარო სკოლაში

4 ივნისს, სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალური წარმომადგენელი  აჭარაში, ირმა გაბინაშვილი  ქობულეთის მუნიციპალიტეტის #3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შეხვდა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა  ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს საქართველოს თითოეული მოქალაქე და მათგან მიღებული სარგებელი თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებსა და გამოწვევებს, პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მსმენელები დაინტერესდნენ, ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის. საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს.

 

დაასახელდა  ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება  რეგიონებში და   საზოგადოებაში  გარკვეული  სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება. შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე ისაუბრეს იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საზოგადოებაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით კი- სოციალური ქსელებით ვრცელდება.  განიხილეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სიკეთეები და აგრეთვე, ამ პროცესში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების გამოვლენასა და მათ პრევენციის ღონისძიებები.   

04-06-2019