საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ ბობოყვათში ადგილობრივ მოსახლეობასთან

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში, სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებსა და გამოწვევებს, მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

 

მსმენელები დაინტერესდნენ, ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის. საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და საზოგადოებაში გარკვეული სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება.

 

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ყალბი ინფორმაციების და მანიპულაციების გავრცელების გზებსა და საფრთხეებზე. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აგრეთვე იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საზოგადოებაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით კი- სოციალური ქსელებით ვრცელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას და სიკეთეებს, აგრეთვე, ამ პროცესში გამოვლენილ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების გამოვლენასა და მათ პრევენციას. აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა აუდიტორიას ბეჭდური საინფორმაციო მასალები გადასცა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

07-06-2019