საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხიხაძირის საჯარო სკოლაში

ხიხაძირის საჯარო სკოლაში საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შუახევის ბიუროს ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ხიხაძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასოცირების შეთანხმებასა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა.

 

ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებსა და იმ შესაძლებლობების გამოყენებაზე რის საშუალებასაც იძლევა უვიზო მიმოსვლა.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ქონდათ საშუალება კითხვები დაესვათ.

10-06-2019