საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღე წყალტუბოში

8 ივნისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა საქართველოში კარლ ჰერცელმა ევროპის დღეები წყალტუბოში ოფიციალურად გახსნა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ იმართება.

 

ღია ცის ქვეშ მოეწყო „ევროსოფელი“, სადაც სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობა განხორციელდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით „ევროსოფელში“ უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყო. სიმულაციის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს უვიზოდ მოგზაურობის შესახებ. იუსტიციის სახლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო კონტროლის სახით წარმოდგენილ 4 სტენდთან სტუმრები გაეცნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, მიიღეს საჭირო დოკუმენტები და იმიტირებულ პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ სიმბოლურად გადალახეს საზღვარი და მოხვდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

 

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ევროკავშირის ელჩთან ერთად "ევროპის დღეები 2019"-ის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა.

ევროპის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში იმერეთის რაგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო. განსაკუთრებით აქტიურად წარიმართა ჩემპიონატი ქუჩის კალათბურთში, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობდა.

ევროპის დღის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა ახალაძე. ასევე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი.

იმერეთის რეგიონში 10 გამარჯვებული გამოვლინდა. აქედან სამი საპრიზო ადგილი ტყიბულის და ბაღდათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაინაწილეს. გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

 

 

08-06-2019