საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში

3 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელიქვემო ქართლში თემურ სუყაშვილი და მოწვეული ექსპერტი, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში, მიმდინარე პროექტზე „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“.
მოწვეულმა ექსპერტმა ისაუბრა საქართველო ევროკავშირის, საქართველო ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწეულ წარმატებებზე, არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიცსაინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები იმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

03-06-2019