საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პროექტის გამარჯვებული პედაგოგების ვიზიტი ესტონეთში

დასრულდა პროექტის „მასწავლებლელი მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული პედაგოგების ვიზიტი ქ. ტალინში, ესტონეთში. პროექტი, ევროპის დღეების ფარგლებში ტრადიციულად, წელს უკვე მეექვსედ სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით გაიმართა და საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან 150 მასწავლებელი ჩაერთო. გამოვლინდა წლის განმავლობაში განხორციელებული საუკეთესო პროექტების ავტორი 10 პედაგოგი, როგორც თბილისიდან, ასევე, რეგიონებიდან, რომლებსაც ქ. ტალინში აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონურმა ცენტრმა უმასპინძლა.

სასწავლო ვიზიტის მიზანია განათლების სფეროში ესტონეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინება და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია საქართველოში.

ვიზიტის დროს პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია როგორც ესტონური განათლების სისტემის, მიმდინარე რეფორმებისა და ამ მიმართულებით ესტონური მოდელის, პრიორეტებისა და თანამედროვე მიდგომების უპირატესოებების შესახებ, აგრეთვე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით ესტონეთის გამოცდილებაზე. ვიზიტის ფარგლებში პედაგოგებს საშუალება ქონდათ მოენახულებინათ ესტონეთის საგამნანათლებლო და საჯარო დაწესებულებები, რათა ადგილზე გაცნობოდნენ მუშაობის სპეციფიკასა და ქართულ და ესტონურ სკოლებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და პერსექტივებზე ესაუბრათ.

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პროექტს 6 წელია ახორციელებს. შედეგად, ბენეფიციართა რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით 650-მდე გაიზარდა. პროექტის მეორე ნაწილის ფარგლებში, მასწავლებლებმა 400-მდე ადგილობრივი პროექტი განახორციელეს. გამარჯვებული პროექტების 40 ავტორი ლატვიასა და ესტონეთში სასწავლო ვიზიტებით დაჯილდოვდნენ.


პროექტის მხარდამჭერები არიან ფრიდრიხ ებერტის ფონდი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრი.

10-06-2019