საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ხელედის კლუბში

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედში სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ადგილლობრივ მოსახლეობასთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა მერის წარმომადგენელთან ადმინისტრაციულ ერთეულში ანა ბენდელიანთან და მურად ჩანქსელიანთან თანამშროლობითა და მხარდაჭერით გაიმართა.

საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს ასოცირების ხელშეკრულებას და უვიზო მიმოსვლის წესებს. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ ბეჭდური საინფორმაციო მასალა.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

10-06-2019