საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა მე-6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში

ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ორგანიზების ინიციატორი პროექტის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ და  „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამოცხადებულ ესეების კონკურსის „ევროპა ჩემთვის არის...“ მონაწილემ,  მე-6 სკოლის პედაგოგი თინათინ გიორგაძეა.

საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირისა და ნატო-ს შექმნის ისტორიას, მათი ფუნქციონირების მიზნებსა და პრინციპებს, აგრეთვე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს და გამოწვევებს. დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და ახალგაზრდებში გარკვეული სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება.

 

ცენტრის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ყალბი ინფორმაციის გადამოწმების ხერხებსა და მეთოდებზე და მოსწავლეებს საინფორმაციო ქსელების და ელექტრონული რესურსებისთ უსაფრთხოდ სარგებლობაზეც ესაუბრა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას, ამ პროცესში გამოვლენილ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების გამოვლენასა და მათ პრევენციას. აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა მოსწავლეების შკითხვებსაც უპასუხა და შეხვედრის დასასრულს, თინათინ გიორგაძეს ესეების კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის საპატიო სიგელი და თემატური ლიტერატურა გადასცა.

11-06-2019