საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ უჩხითში

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მაღალმთიანი აჭარის ბიუროს ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქედაში სოფელ უჩხითში.

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მაღალმთიანი აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, მის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებსა და მიღწევებზე რაც ქართულ მხარეს საშუალებას აძლევს დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობასა და სტანდარტებს.

 

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებზე და ამ მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე , აგრეთვე, საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. დასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ თემატური მასალები.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

11-06-2019