საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ჭიათურა სოფელ ზოდის საჯარო სკოლა

12 ივნისს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო  სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

სამოქალაქო საგნის პედაგოგთან, სკოლის დირექტორთან და საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს ნატო-ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე.

 

შეხვედრის მონაწილეებს უვიზო მიმოსვლისა  და ევროკავშირის მითების შესახებ თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ. ახალი სასწავლო წლისთვის კი ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში აქტივობების განხორციელება დაიგეგმა. 

12-06-2019