საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის მოსახლეობასთან

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ადგილობრივი თემის რწმუნებული და დეპუტატი ესწრებოდა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობაზე, უვიზო მიმოსვლაზე, ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დაისვა კითხვები იმ მითებთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირს და ნატოს ეხებოდა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ENPARD-ის პროექტების ფარგლებში დაფინანსებული და განვითარებული სოფლის მეურნების დარგები.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია. შეხვედრის დასრულების მათ თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

12-06-2019