საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ ქობულეთის მოსახლეობასთან ქობულეთის მუნიციპალიტეტში

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალური წარმომადგენელი აჭარაში ირმა გაბინაშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას, მიღწევებსა და გამოწვევებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროგრამაზე "ENPARD" და იმ დაფინასებულ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს საქართველოს თითოეული მოქალაქე და მათგან მიღებული სარგებელი თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის. სწორედ, ამ საკითხზე, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ნაირა მახარაძემ, რომელმაც მსმენელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში მიღებულ გრანტზე მიაწოდა ინფორმაცია და კონკრეტული მაგალითით ახსნა ამ შესაძლებლობის ყველასათვის ხელმისაწვდომობა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა მიმოიხილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები და პერსპექტივები, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნები და განხორციელებული სიახლეები. პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობების და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და საზოგადოებაში გარკვეული სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აგრეთვე იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საზოგადოებაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით კი- სოციალური ქსელებით ვრცელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას და სიკეთეებს აგრეთვე ამ პროცესში გამოვლენილ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების გამოვლენასა და მათ პრევენციას.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

12-06-2019