საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მარნეულში სემინარი „უფრო ახლოს ვიდრე ოდესმე“ გაიმართა

22 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სემინარი „უფრო ახლოს ვიდრე ოდესმე“ გაიმართა. სემინარს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი თემურ სუყაშვილი უძღვებოდა.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ მოსწავლეებთან ისაუბრა თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი და ქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. მსმენელები გაეცნენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან მოვლენებს, ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებსა და რეალობას.
შეხვედრა (ა)იპსიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც ახორციელებს პროექტს „მომავლის თაობა“ და ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

22-05-2019