საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ქუთაისის 37-ე სკოლაში

საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ინიციატივით ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამოქალაქო საგნის პედაგოგსა და საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ  შესაძლებლობებსა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ესაუბრა.

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თიკო ენდელაძემ მიგრაციის პროცესებსა და არსებულ რისკებზე გაამახვალი ყურადღება. შეხვედრაზე მოსწავლეებს ქონდათ შესაძლებლობა საზღვრის კვეთის სიმულაცია წარმოედგინათ.  შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს უვიზო მიმოსვლის  და ევროკავშირის მითების შესახებ თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ. ახალი სასწავლო წლისთვის კი ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში აქტივობების განხორციელება დაიგეგმა.  

13-06-2019