საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში

13 ივნისს სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ყალბი ინფორმაციის გავრცელება, სტერეოტიპები და მითები დასავლეთის შესახებ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დასავლური ინსტიტუტებიდან მიღებულ დახამრებასა და მხარდაჭერაზე.

ნახიდურის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები.

 

პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

13-06-2019